ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთისთვის სანქციების კიდევ 6 თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

არსებული შემაკავებელი ზომები ითვალისწინებს ფიზიკური პირების მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვას და ჩამოთვლილი ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისთვის სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.

სანქციები გაგრძელდება 1473 ფიზიკური პირისა და 205 სუბიექტის მიმართ, რომელთაგან ბევრი გამიზნულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე გაუმართლებელი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირმა მასიურად გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რათა მნიშვნელოვნად შეასუსტებინა რუსეთის ეკონომიკური ბაზა.

როგორც ცნობილია, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან, ევროკავშირმა უკრაინის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა დაიწყო. ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა ინდივიდუალური და დარგობრივი ეკონომიკური სანქციების 10 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რაც მნიშვნელოვნად ძირს უთხრის რუსეთის უნარს, დააფინანსოს თავისი „ომის მანქანა“.