მიხაელ ზიბერტი: ბურთი ჯერ კიდევ საქართველოს მოედანზეა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა, მიხაელ ზიბერტმა თბილისში ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონულ ამბასადორიალზე მედიასთან განაცხადა, რომ ბურთი ჯერ კიდევ საქართველოს მოედანზეა და 12 რეკომენდაციაა მთავარი. 

„ყველაფერი ჯერ კიდევ შეიძლება რომ მოხდეს. დეკემბერი ან თუნდაც ოქტომბერი, როდესაც პაკეტს წარადგენს ევროკომისია, ჯერ კიდევ შორსაა.

ჩვენთვის ბურთი ჯერ კიდევ საქართველოს მოედანზეა. თქვენ 12 რეკომენდაციაზე ისაუბრეთ და სწორედ ესაა მთავარი. სამართლებრივი პროცესების, ქაღალდზე ნორმების გადატანის საკითხია, მაგრამ ასევე დიდწილად მნიშვნელოვანია იმპლემენტაცია და ის, თუ როგორ უმკლავდება მთავრობა ამას, იგი ინკლუზიური უნდა იყოს, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ”, - განაცხადა მიხაელ ზიბერტმა.