ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდს €2 მილიარდით ზრდის

ევროკავშირის საბჭომ 14 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, 2027 წლისთვის $8.4 მილიარდამდე გაზარდოს ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფინანსური მხარდაჭერა, საიდანაც თანხები უკრაინისთვის იარაღის შესაძენად მიემართება.

„ეს უზრუნველყოფს დამატებითი ფინანსური საჭიროებების დაფარვის შესაძლებლობას“, ნათქვამია საბჭოს პრესრელიზში.

ევროპული მშვიდობის ფონდი 2021 წლის მარტში შეიქმნა.

„ევროპის მშვიდობის ფონდი გახდა ევროკავშირის მხარდაჭერის განუყოფელი ნაწილი მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

თებერვლის დასაწყისში, ევროკავშირის საბჭომ უკრაინის სამხედრო დახმარების მეშვიდე ტრანში დაამტკიცა.