სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის კონსტანტინე ზატულინის, ტელეარხ RT-ის ხელმძღვანელის მარგარიტა სიმონიანისა და მედიამაგნატ არამ გაბრელიანოვი ქვეყანაში არ შეუშვეს. ფაშინიანის თქმით, ვინც არჩეული მთავრობის მიმართ უპატივცემულობას ავლენს, სომხეთში არ შეუშვებენ.
„მათ, ვინც არჩეულ მთავრობას პატივს არ სცემენ, არ შეეშვებიან სომხეთში“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და აქვს უფლება, მის მიმართ პატივისცემის მოლოდინი ჰქონდეს.