გაერო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანსპორტო სექტორისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით აუცილებელია საბაჟო პროცედურების დიგიტალიზაციის დაჩქარება.
„გაეროს აქვს ათობით ინსტრუმენტი დიგიტალიზაციისთვის და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეგიონის ქვეყნებს. ამრიგად, შუა დერეფნის ფარგლებში, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია მისი განვითარებით“, - განაცხადა გაეროს ოფიციალურმა პირმა.
ალგაიეროვამ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა უკვე მიაღწია დიდ წარმატებას დიგიტალიზაციის პროცედურებში და უკვე წარმატებით იყენებს eCMR-ს [სატვირთო დოკუმენტის ციფრულ ვერსიას] და eTIR-ს [ციფრული მონაცემთა გაცვლა სატრანსპორტო ოპერატორებს შორის].
„რეგიონის სხვა ქვეყნების მიერ დიგიტალიზაციის მიღწევა კიდევ უფრო გაამარტივებს ტვირთების გადაზიდვას, ასევე შეამცირებს ტვირთის გადაზიდვის დროს“, - განაცხადა ალგაიეროვამ.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას.