ფინეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებებისთვის თურქეთს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პარასკევს სტამბულში ფინელ კოლეგას საული ნიინისტოს შეხვდება. ნიინისტო ანკარას 16-17 მარტს ეწევვა. Anadolu-ს ცნობით, ლიდერები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს და ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად გადაიდგას.

გასულ ივნისში თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რაც ალიანსში მათი საბოლოო წევრობისთვის გზას უხსნის.

NATO-ში გაწევრიანების წინადადებების დასამტკიცებლად, ანკარა ორ სკანდინავიურ ქვეყანას სთხოვს, მიიღონ კონკრეტული ზომები ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ საბრძოლველად, ჯგუფი. ანკარა თვლის, რომ შვედეთი ამ კუთხით საკმარის ნაბიჯებს არ დგამს.

ამასთან, მედია თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთმა შესაძლოა, ფინეთის განაცხადი შვედეთისგან დამოუკიდებლად, 14 მაისის არჩევნებამდე დაამტკიცოს.