ომის ერთი წლის განმავლობაში, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 375 მოქალაქეს, მათგან რუსეთის - 3 297 და უკრაინის - 78 მოქალაქეს.
BM.GE-ის ცნობით, სტატისტიკური მაჩვენებლები იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს პარლამენტის წევრს, ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიაწოდეს.
ამ მონაცემების თანახმად, 2022 წელს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრეს რუსეთის 2 638 მოქალაქეს, განუხილველი დარჩა 321 მიმართვა, დაკმაყოფილებულია - 3 297, ამჟამად განხილვაშია - 1 344 მიმართვა, შეჩერებულია 28 მიმართვა.
რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეებს, 2022 წელს, უარი - 55 მოქალაქეს ეთქვა, განუხილველი დარჩა - 14 მიმართვა, განხილვაშია - 40 მიმართვა, დაკმაყოფილებულია 78 მიმართვა, შეჩერებულია - 1.
2023 წელს კი, პირველ ორ თვის მონაცემებით, განხილვაშია რუსეთის მოქალაქეების 421 მოთხოვნა, ხოლო უკრაინის მოქალაქეების 17 მოთხოვნა.