პოლონეთმა ქვეყანაში მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი გაანადგურა და ცხრა ადამიანი დააკავა. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პოლონური მხარე აცხადებს, რომ ხსენებული პირები ამზადებდნენ დივერსიულ აქტებს და აკვირდებოდნენ უკრაინის სარკინიგზო მარშრუტებს, განაცხადა ხუთშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა.
„ბოლო დღეებში შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ დააკავა ცხრა ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში“, - განაცხადა მარიუშ კამინსკიმ პრესკონფერენციაზე.