ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმისგან მოლდოვის დაცვის საუკეთესო გზა უკრაინის დახმარებაა. ჯეიმს კლევერლიმ მოლდოვაში ვიზიტის დროს, ამ ქვეყნისთვის $12 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.
პაკეტი ეკონომიკური და მმართველობის რეფორმების მხარდასაჭერად გამოიყოფა.
ამასთან, Sky news-ი წერს, რომ დიდი ბრიტანეთი პირობას დებს, რომ მოლდოვასა და საქართველოს რუსეთის ჩარევისგან დაცვაში დაეხმარებიან.
ერთი წლის წინ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოლდოვის პროდასავლური მთავრობა და მისი მოკავშირეები შიშობდნენ, რომ ის შეიძლება კონფლიქტში ჩაითრიონ. 2,5 მილიონიანი ერი ესაზღვრება უკრაინას და ჰყავს რუსი სამშვიდობოები განლაგებული დნესტრისპირეთის პრომოსკოვის სეპარატისტულ რეგიონში.
ჟურნალისტების კითხვას, გეგმავს თუ არა ლონდონი მოლდოვის სამხედრო მხარდაჭერას კლევერლიმ უპასუხა:
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მოლდოვის ფიზიკური თავდასხმისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უკრაინელების დახმარება რუსეთისგან თავის დაცვაში”.
ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინისკენ მიმართულმა რუსულმა რაკეტებმა შეაღწიეს მოლდოვის საჰაერო სივრცეში, ხოლო ხელისუფლება კრემლს ადანაშაულებს ანტისამთავრობო პროტესტის გაღვივებაში, რასაც კრემლი უარყოფს.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ასევე დაადანაშაულა მოსკოვი თებერვალში ხელისუფლების დამხობის მიზნით გადატრიალების დაგეგმვაში.