ვენდი შერმანი გერმანელ კოლეგას საქართველოს შესახებ ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი დღეს გერმანიის სახელმწიფო მდივანს ესაუბრა.

პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, მდივნის მოადგილემ გერმანიას მადლობა გადაუხადა უკრაინისა და მოლდოვის ძლიერი მხარდაჭერისთვის.

მათ ასევე განიხილეს საქართველოს საკითხი და გაიზიარეს შეშფოთება ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე განვითარებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ. ხაზი გაუსვეს დეესკალაციისკენ საჭირო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.