საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „გაერთიანებული სამეფო დიდი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს თავისუფლებისა და თვითგამორკვევის სურვილის მხარდამჭერი.
კლევერლის თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ დააჩქაროს ინტეგრაციის პროცესი, მას უნდა ჰქონდეს გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესები, თავისუფალი მედია გარემო და სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
„როდესაც მარგარეტ ტეტჩერი ვიზიტით ჩამოვიდა გვიან 1980-იან წლებში, სწორედ ეს იყო, რასაც მან ხელი შეუწყო და გაერთიანებული სამეფო ამ სვლას ათწლეულების განმავლობაში უჭერს მხარს. ჩვენ გვსურს, რომ ეს სვლა გაგრძელდეს, გვსურს, დავინახოთ ნამდვილად მაღალფუნქციური დემოკრატია საქართველოში.
გვსურს, დავინახოთ, რომ საქართველო აგრძელებს გზას, რათა გახდეს სრულად ინტეგრირებული ევროპული ქვეყანა და NATO-ს წევრი, ჩვენ ამის მხარდაჭერას ვაგრძელებთ. ჩვენ განვიხილეთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ ეს უფრო სწრაფი და ეფექტური გახადოს.
ამისთვის სამართლებრივი პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა საჭირო, ასევე ღია მედია ლანდშაფტის ქონა, სივრცის შექმნა სამოქალაქო საზოგადოებისთვის და კონკურენტუნარიანი, თუმცა თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური დებატების წარმოება. ყველა ეს პროცესი სარგებელს მოუტანს საქართველოს და სარგებელს მოუტანს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, საჯაროდ გამოხატულ მისწრაფების მიღწევაში, განაგრძონ ინტეგრაცია ევროკავშირსა და NATO-ში“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.
„მე მოვისმინე საუბრები პირდაპირ სამხედრო საფრთხეებთან დაკავშირებით. მე განვიხილე ჩემს ქართველ კოლეგასთან აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან" დამოკიდებულება და ხელისუფლება ურყევად აცხადებს, რომ ამის გადაწყვეტა მშვიდობიანი გზით სურს. ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით ამას. უკანასკნელი რამ, რაც შეიძლება, გვინდოდეს, არის კონფლიქტის ხილვა საქართველოში, ამიტომ ვაგრძელებთ მისი მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ IPN-ის ცნობით.