თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთისგან ცალკე მოახდენს ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას.
ფინეთის პრეზდენტ საული ნიინისტოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქეთი იწყებს ფინეთის განაცხადის დამტკიცების პროცესს.
მისივე თქმით, შვედეთთან მოლაპარაკებები გრძელდება და თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს.