უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ქალაქ ბახმუტს რუსული თავდასხმისგან იცავენ.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ბახმუტს ყოველდღიურად იცავს. ბრძოლები სწორედ იქ, დონბასის ამ მხარეებში - უგლედარში, ბახმუტში, მარიინკაში, ბილოჰორივკაში, ავდიივკაში, კამიანკაში - შესაძლებელს ხდის უსაფრთხოების დაბრუნებას უკრაინისთვის, მთელი ევროპისთვის, ყველა ერისთვის, რომლებიც აფასებენ თავისუფლებასა და თავის ტერიტორიულ მთლიანობას.