უკრაინა ევროკავშირისგან 1,5 მილიარდი ევროს ტრანშს იღებს

უკრაინა ევროკავშირისგან 1,5 მილიარდ ევროს ტრანშს იღებს, ეს 18 მილიარდიანი დახმარების ნაწილია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.

ჩვენ ერთად ვწერთ უკრაინის ევროპულ მომავალს. ევროპული საბჭო 15 დეკემბერს უკრაინას 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდა. სასესხო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში განვადებით მთელი წლის განმავლობაში ჩაირიცხება. უკრაინამ 3 მილიარდი ევროს პირველი ტრანში 17 იანვარს მიიღო. 18 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს უკრაინას ძირითადი საჯარო სერვისების გადახდაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში.