ოლივერ ვარჰეი: საქართველოს სასარგებლოდ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის იმპლემენტაცია უნდა დავაჩქაროთ

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს, რათა რეფორმების დღის წესრიგი წინ წაიწიოს.

„საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ჩვენი საუბრის მთავარი თემა 12 პრიორიტეტის შესრულების გზები იყო.

ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს, რათა რეფორმების დღის წესრიგი წინ წაიწიოს.

საქართველოს სასარგებლოდ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) იმპლემენტაცია უნდა დავაჩქაროთ”, - წერს ოლივერ ვარჰეი.