ქალაქ ზაპოროჟიეში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი.
უკრაინული მედიის ცნობით, სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 19-ის საშუალო სიმძიმის, ხოლო სამის, მათ შორის ორი ბავშვის - მსუბუქი.
22 მარტს, რუსეთის ძალების შეტევამ ნაწილობრივ გაანადგურა ორი ხუთსართულიანი საერთო საცხოვრებლის მე-4 და მე-5 სართული და პროფესიული ლიცეუმის სამსართულიანი შენობა. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
შვიდი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 11 წლის ბავშვი.
რუსეთის ძალებმა უკრაინაზე მორიგი მასიური შეტევა ირანული დრონების გამოყენებით 22 მარტს ადრე განახორციელა. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების 21 დრონიდან 16 გაანადგურეს.