შეშფოთებული ვარ იმ ენით, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება, მონიტორინგს ვაგრძელებთ, - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, მააიკე ვან კოლდამმა ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ძალიან შეწუხებულები ვიყავით ამ კანონპროექტით, ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამაზე ისაუბრეს. ვფიქრობთ, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერ დემოკრატიაში. როგორც ნიდერლანდები, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას, ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს.
ასე რომ, კანონპროექტი გაწვეულ იქნა და მუშაობას ვაგრძელებთ - ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მათ შორის LBTQI არასამთავრობო ორგანიზაციების, ვინაიდან ეს კიდევ ერთი მაღალი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა უნდა იყოს დაცული.
ცოტათი შეშფოთებული ვარ იმ ენით, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება, მის განვითარებას ვაკვირდებით, მონიტორინგს ვაგრძელებთ და ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისთვის და დამოუკიდებელი მედიისთვის ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის გამოხატვას”, - განაცხადა ვან კოლდამმა, რომლის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.