საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა, - იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს. ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ანალენა ბერბოკის ვიზიტის პროგრამა სტუდენტებთან შეხვედრასაც ითვალისწინებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა.