ანალენა ბერბოკი: ის რომ, თქვენ უკრაინის მხარეს ხართ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია

„ის რომ, საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის მხარესაა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღირებულებებს, რასაც ქვეყანა ეფუძნება და იმას, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თბილისში ვიზიტისას, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მინისტრის შეფასებით, შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც თბილისის ქუჩებში გადაადგილდები, არ მხოლოდ ევროპულ, არამედ უკრაინულ დროშებს ხედავ. მშვიდობიანი გზის ფუნდამენტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა.

„ერთი თვის წინ ნიუ-იორკში შევხვდით. იქ საუბარი იყო ძალიან კონკრეტულ პასუხებზე უკრაინაში რუსული თავდასხმითი ომის შესახებ, ომის დაგმობის საკითხზე. სიგნალი, რომელიც, მათ შორის, თქვენი მხარდაჭერით გაიგზავნა და რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გაგზავნა, ეს იყო ერთიანობა, რუსული აგრესიული ომის დასაგმობად. ერთიანობა იმ ღრმა რწმენით, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან.

გაეროს ქარტიაც ზუსტად ამას, მშვიდობიან გზას ნიშნავს. ამ გზის ფუნდამენტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა. შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც თბილისის ქუჩებში გადაადგილდები, არ მხოლოდ ევროპულ, არამედ, უკრაინულ დროშებს ხედავ. მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, საქართველოს მხარდაჭერა და თქვენი მკაფიო პოზიცია რუსული თავდასხმით ომის წინააღმდეგ ძალიან დასაფასებელია.

ჩვენ ვიცით, რა მდგომარეობაშია საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ. ის რომ თქვენ, ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის მხარეს ხართ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღირებულებებს, რასაც საქართველო ეფუძნება და იმას, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

გერმანიაში საქართველოს მიმართ ინტერესი ყველა სფეროში უდიდესია. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კარი ბოლომდე ღიაა. ახლა მთავარი 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულებაა. ქართველებმა თვალნათლივ დაამტკიცეს, რომ ეს მათი სურვილია“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ.