აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 25 მარტს განაცხადა, რომ არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. ეს განცხადება პენტაგონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კრემლმა გამოაცხადა, რომ ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს.
„ჩვენ ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მონიტორინგს“, - ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც Reuters-მა გამოაქვეყნა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაიმუქრა, რომ მისი ქვეყანა აპირებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ბელორუსში.