ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინისთვის 12 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას განიხილავს

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობა უკრაინაში 12 Mi-24 საბრძოლო შვეულმფრენის გადაცემის გადაწყვეტილებას 29 მარტს სხდომაზე განიხილავს, მას შემდეგ რაც გენერალური შტაბი წინადადების ანალიზს დაასრულებს.

ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა სლავიანკა პეტროვსკამ ტელეკომპანია Alsat-ის გადაცემა 360 გრადუსთან ინტერვიუში განაცხადა.

პეტროვსკამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს ჩრდილოეთ მაკედონიის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებზე.

2022 წლის ივლისის ბოლოს, ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას T-72 ტიპის ტანკებს და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს გადასცემს.