უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს რეგიონში სამხედროების პოზიციები მოინახულა.
ზელენსკი ადგილზე გაეცნო ოპერატიულ სიტუაციას და სამხედროებს ჯილდოები გადასცა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს სამხედრო ჰოსპიტალსაც ეწვია, სადაც დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები მკურნალობენ. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური იტყობინება.
„ზაპოროჟიეს ოპერატიული ჯგუფის სამეთაურო პუნქტს ვეწვიე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ორდენები და მედლები გადავეცი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.