გაეროს უშიშროების საბჭომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიერ შემუშავებულ ტექსტს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან მხოლოდ რუსეთმა, ჩინეთმა და ბრაზილიამ დაუჭირეს მხარი.
რუსეთი ამტკიცებდა, რომ ის არ არის ინფორმირებული მიმდინარე გამოძიებების მსვლელობის შესახებ. თავის მხრივ, გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა განაცხადა, რომ რუსეთი ეროვნული გამოძიებების დისკრედიტაციას ცდილობს.
„ჩრდილოეთ ნაკადის“ ორ მილსადენზე აფეთქებები ზღვაში, შვედეთისა და დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხდა, რის შემდეგაც შვედეთმა, დანიამ და გერმანიამ განაცხადეს, რომ მათ მიერ დაწყებული გამოძიებები გრძელდება და რუსეთი მის შესახებ ინფორმირებულია.
მათივე ცნობით, მილსადენების დაზიანება დივერსიამ გამოიწვია. ანალოგიური შეფასება აქვთ აშშ-ს და NATO-საც.