რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოშია. ვატიკანის სპიკერმა მატეო ბრუნიმ განაცხადა, რომ რომის პაპი კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თუმცა ზოგიერთი იტალიური მედიასაშუალება წერს, რომ პაპს სავარაუდოდ, სუნთქვის პრობლემები აწუხებს, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

თავის მხრივ, Reuters-ის ინფორმაციით, რომელიც ვატიკანის განცხადებას ეყრდნობა, პაპს რესპირატორული ინფექცია აქვს და მკურნალობისთვის საავადმყოფოში რამდენიმე დღის გატარება დასჭირდება.

ვატიკანის განცხადებითვე, 86 წლის პაპი ბოლო დღეებში სუნთქვის გაძნელებას უჩიოდა. ტესტებმა აჩვენა, რომ მას COVID-19 არ ჰქონდა.