რუსეთის დაზვერვის ოფიცრების გაძევებამ და ვიზაზე უარის თქმამ არსებითად შეასუსტა მოსკოვის სადაზვერვო ოპერაციები მეზობელ ფინეთში გასულ წელს, განაცხადა ფინეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა (SUPO) ხუთშაბათს.
სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ რუსული ჯაშუშური ოპერაციები შესუსტდა სკანდინავიურ ქვეყანაში იმის გამო, რომ სააგენტოს შეუძლია, მათი საქმიანობის კპმპრომეტირება მოახდინოს.
დაზვერვის ოფიცრების რაოდენობის შემცირებამ და რუსეთ-ფინეთის საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვამ მოსკოვის უკრაინაში ომის ფონზე, მნიშვნელოვნად შეარყია რუსი ჯაშუშების მუშაობის პირობები ფინეთში, განაცხადა SUPO-მ.
მისივე თანახმად, დიპლომატიურ საფარქვეშ ოპერაციები ტრადიციულად იყო რუსული დაზვერვის მთავარი ინსტრუმენტი საზღვარგარეთ.