ავდიივკიდან ოჯახების სავალდებულო ევაკუაცია მომავალ კვირას განხორციელდება

ავდიივკიდან, ბავშვებთან ერთად ოჯახების სავალდებულო ევაკუაცია მომავალ კვირას განხორციელდება, განაცხადა 30 მარტს ინტერვიუში ავდიივკის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბარაბაშმა.

დონეცკის ოლქის ქალაქში ჯერ კიდევ 2000 ადამიანი ცხოვრობს, მათგან ექვსი ბავშვია.

ბარაბაშის თქმით, ბავშვებთან ერთად ოჯახების ევაკუაცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. თუმცა, ზოგი უარს ამბობს წასვლაზე.

რეინტეგრაციის სამინისტრომ 7 მარტს განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა აქტიური საბრძოლო ზონებიდან ბავშვების ოჯახების სავალდებულო ევაკუაცია.

3 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გაიმეორა, რომ სავალდებულო ევაკუაციის კანონები არ აძლევდნენ უფლებას სახელმწიფო ორგანოებს, ძალით წაეყვანათ ბავშვები მშობლებისგან. სავალდებულო ევაკუაციის კრიტერიუმები ძირითადად ბახმუტს ეხებოდა მისი დამტკიცების დროს. ავდიივკასა და მის გარშემო ბრძოლების სიმძიმის გათვალისწინებით, უკრაინელი ოფიციალური პირები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ავდიივკა შესაძლოა, „მეორე ბახმუტად“ იქცეს.