თურქეთი გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას.
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ მადლობა გადაუხადა NATO-ს წევრ ქვეყნებს „ნდობისა და მხარდაჭერისთვის“.
გადაწყვეტილებას მიესალმა NATO-ს გენერალური მდივანი.