პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა

„დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის დამტკიცების შესახებ“, - ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა.

პუტინის თქმით, მსოფლიო არენაზე სერიოზული ცვლილებების გამო, საჭირო გახდა ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტების კორექტირება.

რუსული მედია განახლებული კონცეფციის ძირითად დებულებებზე წერს. ესენია: „რუსეთი თავს არ თვლის დასავლეთის მტრად და მისგან იზოლირებას არ ახდენს“; რუსეთი იმედოვნებს, რომ დასავლეთი გააცნობიერებს დაპირისპირების უპერსპექტივობას და თანასწორუფლებიან ურთიერთობას დაუბრუნდება; მოსკოვი აშშ-ის კურსს განიხილავს, როგორც მისი უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მშვიდობის რისკის მთავარ წყაროს; პრიორიტეტი მიენიჭება მსოფლიოში აშშ-ის დომინირების რუდიმენტების აღმოფხვრას; განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთთან და ინდოეთთან კავშირებისა და კოორდინაციის ყოვლისმომცველ გაღრმავებას; პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარი მიზანი არის რეგიონის გადაქცევა მშვიდობის, კეთილმეზობლობისა და კეთილდღეობის ზონად“.