საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) უკრაინისთვის ოთხწლიანი სასეხო პროგრამა დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით, 15,6 მილიარდი დოლარია, ეს თანხა საერთო ჯამში $115 მილიარდიანი პაკეტის ნაწილია.
IMF აცხადებს, რომ დაახლოებით, 2,7 მილიარდი დოლარი დაუყოვნებლივ გამოიყოფა, რათა უკრაინამ ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოს.
უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ჩვენ ერთად, მხარს ვუჭერთ უკრაინის ეკონომიკას. და ჩვენ წინ მივდივართ გამარჯვებისკენ“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
დეკემბრის დასაწყისში, მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება 600 მილიარდ ევროს შეადგენს.