სამდღიანი მკურნალობის შემდეგ რომის პაპი ფრანცისკე გემელის საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ“, - უთხრა რომის პაპმა საავადმყოფოსთან შეკრებილ ადამიანებს.
ექიმების რეკომენდაციით, რომის პაპის ჯანრთელობის მდგომარეობა მისი საავადმყოფოდან გაწერის საშუალებას იძლეოდა.
რომის პაპი გემელის საავადმყოფოში ოთხშაბათს სუნთქვის გაძნელებით გადაიყვანეს.