საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის შეფასებით, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ის მუდმივად არღვევს გაეროს სამართლებრივი ჩარჩოს არსს“, - წერს ბორელი Twitter-ზე.
ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი დაუპირისპირდება რუსეთის მიერ უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობის ბოროტად გამოყენების ნებისმიერ ფაქტს.