რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქებისას რუსი სამხედრო ბლოგერი, პროპაგანდიტი ვლადლენ თათარსკი დაიღუპა. იუწყება რუსული მედია.
BBC მასზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სულ მცირე 15 ადამიანია დაშავებული.
სამართალდამცველების თქმით, აფეთქების სიმძლავრე 200 გრამი ტროტილის ექვივალენტური იყო.
ვლადლენ თათარსკის შესახებ
მისი ნამდვილი სახელი იყო მაქსიმ ფომინი, Telegram-ზე 560 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავდა და იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ბლოგერი, რომელიც ხშირად წერდა უკრაინში მიმდინარე ომზე. პროპაგანდისტი გასული წლის სექტემბერში, იმ ასობით დამსწრეს შორის იყო კრემლში გამართულ ცერემონიაზე, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონის ანექსია გამოცხადდა.
ბრიტანული Telegraph-ი წერს, რომ აფეთქება მოხდა კაფეში, რომელიც ერთ დროს ევგენი პრიგოჟინს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელსა და პუტინის გარემოცვის წევრს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა.
ცნობისთვის, გასული წლის აგვისტოში, რუსი პროპაგანდისტის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობაში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინის საიდუმლო სამსახურები დაადანაშულა. უკრაინამ ამ ფაქტთან კავშირი უარყო.