საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არავინ არ უნდა დაუშვას საქართველოს და ქართველი ხალხის იმედგაცრუება, არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები.
"ჩვენი ქვეყნებს გავლილი გვაქვს ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის... თქვენმა ქვეყანამ ჩვენზე ადრე მიაღწია შედეგს და მიზანს. საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას თქვენი ქვეყანა მუდმივად და ურყევად უჭერს მხარს და ამისთვის მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება... საქართველოს მეგობრების გარეშე არ შეიძლება ჰქონდეს მომავალი. თითქმის 20 წელია, რაც ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდა. ორი ათწლეულია, რაც ვართ მოწმენი ლიეტუვას განსაკუთრებული წვლილისა ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში... ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს გასული 20 წლის მანძილზე.
დროა, რომ ალიანსი ქმედით ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში აქ, ვილნიუსში, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს. ზოგადად, არავინ არ უნდა დაუშვას საქართველოსი და ქართველი ხალხის იმედგაცრუება. არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ახლად და ადვილ სამიზნედ გახდეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.