ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
„ბოლო ნაბიჯები NATO-ში გაწევრიანებამდე“, - წერს ფინეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე.
დღედაინ, 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31 წევრია. ალიანსი გაფართოვდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო.