მსოფლიო ლიდერები ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეხმაურებიან. მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ- რიში სუნაკი ისტორიულ დღეს აღნიშნავენ.
ჯო ბაიდენი: სამოცდათოთხმეტი წლის წინ - როდესაც შეერთებული შტატები და 11 სხვა ქვეყანა შეიკრიბნენ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების მიზნით - პრეზიდენტმა ტრუმენმა თქვა: „თუ რაიმე იქნება გარდაუვალი მომავალში, ეს მსოფლიოს ხალხის ნება თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. დღეს NATO-ში ფინეთის გაწევრიანებით, ეს ნება უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. მან ასევე თქვა, რომ „მოუთმენლად“ ელოდება, რაც შეიძლება მალე მიესალმოს შვედეთს ალიანსში.
რიში სუნაკი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება NATO-ში. ეს ისტორიული დღეა თქვენთვის და ჩვენი ალიანსისთვის. ეს არის ნაბიჯი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უფრო უსაფრთხოს ხდის. NATO-ს ყველა წევრმა ახლა უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები შვედეთის მისაღებად, ჩვენ ერთად ვდგავართ, რათა დავიცვათ თავისუფლება ევროპაში და მთელ მსოფლიოში.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი: ეს არის კარგი ამბავი და გამარჯვება ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩვენმა თავდაცვის ალიანსმა ძლიერი მეგობარი შეიძინა.
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი პეტრ ფიალა: „ვულოცავ ფინეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ეს იქნება დიდი აქტივი. ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის. იმედი მაქვს, რომ უნგრეთი და თურქეთი დაადასტურებენ შვედეთის გაწევრიანებას და ის ასევე მალე გახდება ალიანსის წევრი.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი: ეს ისტორიული ნაბიჯი გააძლიერებს ალიანსს, გააძლიერებს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს ჩვენი ევროკავშირი-ნატოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას.
ფინეთი უკვე ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის დროშა ალიანსის შტაბბინის წინ, სხვა წევრი სახელმწიფოების სიმბოლიკების გვერდით უკვე აღმართეს.