უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთს NATO-ში გაწევრიანება მიულოცა.
მისი შეფასებით, ალიანსი უსაფრთხოების ერთადერთი ეფექტიანი გარანტი გახდა რეგიონში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე.
„ჩვენ ველით, რომ ვილნიუსის სამიტი დააახლოებს უკრაინას ევროატლანტიკურ მიზანთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
დღესვე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ფინეთის გაწევრიანება არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ძველი სტრატეგიებისა და ძველი აღქმების გადახედვის დრო დადგა, და მთლიანობაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არ არსებობს უკეთესი გამოსავალი, ვიდრე უკრაინის საბოლოო გაწევრიანება NATO-ში.