პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ 5 აპრილს ვარშავაში ვიზიტის დროს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა, იტყობინება პოლონური პრესის სააგენტო.
მისივე თანახმად, ზელენსკიმ ჯილდო მიიღო პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, უსაფრთხოების გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯებისა და ადამიანის უფლებებისადმი ურყევი ერთგულების ნიშნად.
ინფორმაციისთვის, თეთრი არწივის ორდენი (პოლ. Order Orła Białego) არის პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ერთ–ერთი უძველესი პოლონური ორდენი.
დაარსებულია 1705 წელს.