პოლონეთი მუშაობს უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მისაღებად NATO-ს მომდევნო სამიტზე, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა. დუდა ვოლოდიმირ ზელენსკის მასპინძლობს.
„ჩვენ ვცდილობთ NATO-ს მომავალ სამიტზე, ვილნიუსში, უკრაინისთვის მივიღოთ... უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, რომლებიც გააძლიერებს უკრაინის სამხედრო პოტენციალს", - განაცხადა დუდამ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.