სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს - არჩილ თალაკვაძე

„სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო აღარ ჩაგრავს სასამართლოში (მოქალაქეს), როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ეს არის სერიოზული საკითხი, რომელსაც მმართველი გუნდი სერიოზულად მოეკიდება და ეს თემა საქილიკო არ არის. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, სასამართლო ისევე როგორც სხვა ინსიტუტები ობიექტური კრიტერიუმებით ფასდება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, იმ პერიოდში, როცა ხსენებული მოსამართლეები მუშაობდნენ სასამართლო სისტემაში, სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დავებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ ორივე მხარე თანაბრად იგებდა საქმეებს.

ამ თემაზე თალაკვაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა.