იტალიის ოთხგზის პრემიერ მინისტრს სილვიო ბერლუსკონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყარომ დაადასტურა გაზეთი Corriere della Sera-ს ინფორმაცია. 86 წლის ბერლუსკონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ოთხშაბათიდან მკურნალობდა სუნთქვის პრობლემების გამო. ბოლო წლებში მას რამდენჯერმე შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა.