ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტს საული ნიინისტოს წარუდგინა. მინისტრთა კაბინეტი თავის მოვალეობებს ხელახლა ჩამოყალიბებამდე შეასრულებს.
მარინის მეთაურობით სოციალ-დემოკრატიული პარტია 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.