ნეაპოლში წყვილმა პირველ შვილს ხვიჩა დაარქვა.
დანიელე ხვიჩა 31 მარტს დაიბადა - მისი მშობლები, არმანდო და კლარა ორივე ნაპოლის გულშემატკივრები არიან.
„სიმართლეა. ბავშვის სრული სახელი დანიელე ხვიჩა დავარქვით. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება იმ ყველაფრის გამო, რაც წელს „ნაპოლის“ ირგვლივ მოხდა“, - აღნიშნა ბავშვის მამამ.
ცნობისთვის, პატარა დანიელე-ხვიჩა პირველი ბავშვია ნეაპოლში, რომელსაც ქართველი სუპერვარსკვლავის სახელი დაარქვეს.