პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათთვის როგორც კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყების მიწებება მიუღებელია.
„რაც შეეხება სამი მოსამართლისა და ერთ ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ელჩმა თქვა, ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა და ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. ყოველ შემთხვევაში, შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი „სანქცია“ ალბათ აქ არ გამოიყენება.
ასევე, ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან და ელჩმა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია მხოლოდ საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. დამატებითი ინფორმაცია, როგორც ჩანს, არ არსებობს. არის ის, რაც არის პრესასა და სხვადასხვა კვლევაში. ის, რაც ვიცით. თუმცა სპეციფიკურად რომელი ინფორმაცია იყო ამის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიმიღია", - განაცხადა პაპუაშვილმა.