აზერბაიჯანი მზადაა, შუა დერეფნის ფარგლებში ყაზახეთთან თანამშრომლობა გააფართოოს. განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმ აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-19 სესიაზე, ბაქოში.
მან განაცხადა, რომ თანამშრომლობის გაფართოება საჭიროა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ფართო გამოყენებისთვის.
„გარდა ამისა, აზერბაიჯანი მზადაა, გააღრმაოს თანამშრომლობა ზანგაზურის დერეფნის პოტენციური სატრანზიტო შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის სატრანსპორტო და სატრანზიტო კავშირების გაფართოებას“, - აღნიშნა მინისტრმა.
ყაზახეთისთვის ზანგაზურის დერეფნის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა - ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა განუცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა შუა დერეფნის გარშენო. ბაქოს პორტის გაფართოებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ზანგეზურის დერეფანი განვითარდეს“, - განაცხადა სერიკ ჟუმანგარინმა და აღნიშნა, რომ ეს დერეფანი გაააქტიურებს მუშაობას TITR მარშრუტზე (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი).