ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი საქართველოს ეწვია, - ამის შესახებ ეუთოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Twitter-ზე დაწერა.
„სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს თბილისიდან ვიწყებ. მოუთმენლად ველით 2023 წლის პრიორიტეტების განხილვას ეროვნულ ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეუთო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კოლეგებთან, უსაფრთხოების სამივე განზომილებაში და 2008 წლის კონფლიქტის შედეგებთან გამკლავებაში“, - დაწერა ბუიარ ოსმანმა Twitter-ზე.
ბუიარ ოსმანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
ოსმანი უახლოეს დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვევა.