11 აპრილს შეერთებულმა შტატები სტრატეგიული ბირთვული ძალების ყოველწლიურ სწავლებას დაიწყებს.
GT23-ის მიზანია, გააძლიეროს ბირთვული მზადყოფნა და უზრუნველყოს უსაფრთხო, საიმედო სტრატეგიული შემაკავებელი ძალა.
აშშ განმარტავს, რომ ეს ყოველწლიური წვრთნაა და არ არის პასუხი რომელიმე ერის ან სხვა აქტორების ქმედებებზე.
აშშ-ის პერსონალის გარდა, GT23-ში ძირითადი მოკავშირე პერსონალისა და პარტნიორების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მათ შორის იქნება გაერთიანებული სამეფოს ჯგუფი.