„ყაზახეთი დღეს დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიო საზოგადოებაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო საქმეებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ასტანაში ჰეიდარ ალიევის ქუჩის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დასწრებისას, იუწყება აზერბაიჯანული მედია.
„ყაზახეთის მიერ წამოყენებული და განხორციელებული ინიციატივები მიზნად ისახავს ნდობის აღდგენის ღონისძიებების გაძლიერებას, ამ სიტყვის ფართო გაგებით, მშვიდობას ევრაზიაში. ჩვენ, როგორც მეგობრებს და ძმებს, გულწრფელად გვიხარია თქვენი წარმატება“, - აღნიშნა ალიევმა.