„ვაგნერ ჯგუფის“ ფინანსისტმა ევგენი პრიგოჟინმა პოლიტიკურ პარტია - „სამართლიანი რუსეთი - ჭეშმარიტებისთვის“ წევრებთან თანამშრომლობა დაიწყო, რაც შეიძლება, მიუთითებდეს პარტიაზე გავლენისა და კონტროლის მოპოვების სწრაფვაზე. ISW ციტირებს რუსულ დამოუკიდებელ გამოცემა Meduza-ს, რომელიც იტყობინება პარტიის ლიდერის სერგეი მირონოვისა და ევგენი პრიგოჟინის ურთიერთობის გაძლიერების შესახებ.
ომის შესწავლის ინსტიტუტის 10 აპრილის განახლების თანახმად, პრიგოჟინი მიისწრაფვის, მოიპოვოს ლიდერის პოზიცია პარტიაში, რათა მოიპოვოს მეტი გავლენა სანქტ-პეტერბურგში. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი კრემლში არსებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრიგოჟინსა და რუს ოფიციალურ პირებს შორის ბოლოდროინდელი კონფლიქტები ართულებს მის თამაშს პოლიტიკური გავლენისთვის.
7 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველად გამოეხმაურა პრიგოჟინის კრიტიკას. პრიგოჟინმა გააკრიტიკა უწყების უნარი, გადაეჭრა პრობლემები და ეჭვქვეშ დააყენა მათი დღის წესრიგის ეფექტიანობა გაეროს უშიშროების საბჭოში.
პრიგოჟინმა ასევე გამოხატა უკმაყოფილება რუსეთის ქმედებებით უკრაინასა და აფრიკაში და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო „აბსოლუტურად არაფერს აკეთებს“ ვაგნერის ძალების დასახმარებლად ორივე სფეროში.