საფრანგეთის ალპებში ზვავი ჩამოწვა. შედეგად 6 მოთხილამურე, მათ შორის 2 გიდი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.
შემთხვევა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მონბლანთან ახლოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 1 დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, 8 ადამიანი კი მეწყრის ჩამოწოლის ზონიდან უვნებელი გაიყვანეს.