უკრაინა რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთმა დაბლოკა 11 აპრილს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გადამზიდავი გემების ინსპექტირება, განუცხადა Guardian-ს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ იური ვასკოვმა.

„დღეს ჩვენ გვაქვს კრიტიკული სიტუაცია. რუსებმა დაარღვიეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის პირობები. მათ გადაწყვიტეს, ცალმხრივად შეცვალონ უკრაინის პორტების გეგმები. ეს მიუღებელია", - განაცხადა ვასკოვმა.

ვასკოვის თქმით, თუ ასეთი დარღვევები გაგრძელდება, სურსათზე ფასები გლობალურად 15%-ით გაიზრდება. ოფიციალურმა პირებმა ამ საკითხზე თურქესა და გაეროს მიმართეს, რომლებიც თავდაპირველად შუამავლობდნენ შეთანხმებას.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა 18 მარტს განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინას მილიონობით ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შავი ზღვის გავლით ექსპორტის საშუალებას აძლევს, კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ გაახანგრძლივებს შეთანხმებას, მაგრამ "მხოლოდ" 60 დღით. გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებულმა შეთანხმებამ, რომელიც პირველად ივლისში გაფორმდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა მსოფლიოში სურსათის მზარდი ფასების შესამცირებლად.